ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2012 წლის 31 მაისი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო ს განაკვეთ ების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №27 დადგენილება (სსმ, №46, 03/11/2010, 190040000.35.162.016014).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო ს განაკვეთები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო | |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 ლარი | |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 ლარი | |
| 3 | კომისიის თავმჯდომარე; ფრაქციის თავმჯდომარე | 650 ლარი | |
| 4 | აპარატის უფროსი | 700 ლარი | |
|
|
|
| |
| 5 | აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) უფროსი | 450 ლარი | |
| 6 | მთავარი სპეციალისტი | 420 ლარი | |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი | 380 ლარი | |
| 8 | უფროსი სპეციალისტი | 320 ლარი | |
| 9 | სპეციალისტი | 250 ლარი | |