უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-395/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-395/ო

2012 წლის 14  მარტი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

  საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 და 36-ე მუხლ ებ ის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. ს.ს. „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ” ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები შემდეგ საქმიანობებში:

ა ) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

ბ ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია;

გ ) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელი მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის განცხადება №18292, 09.03.2012წ; შპს „ჯორჯიან მედის“ (ს/კ 404400144) დამფუძნებელთა/პარტნიორთა კრების ოქმი №7/2011, 07.02.2012წ; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (N447925, განაცხადის რეგისტრაციის NB12026493, 28.02.2012წ.).

  გ. თვალავაძე