უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-801/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02- 801/ო

2018 წლის 8 მაისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

განხორციელდეს შემდეგი ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში:

1. შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1გ) და გაიცეს ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

  2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

  3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

  საფუძველი: შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ დირექტორის ნ. ჭელიძის განცხადება: №44059, 07.05.2018წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს უფროსი                                 გია თვალავაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2018.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.05.2018. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-801/ო.
სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №02-801/ო, 08.05.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4193870/