უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1380/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-1380/ო

2017 წლის 30 ივნისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში: შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85/ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა) და გაიცეს:

ა) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია ;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია ;

გ) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი , №6) .

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადებები: №67707, 29.06.2017 წ.; №43948, 28.04.2017 წ. და №46394, 04.05.2017 წ.

სააგენტოს უფროსი                                                                                                გია თვალავაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2017.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.06.2017. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-1380/ო.
სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №02-1380/ო, 30.06.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3737405/