სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს ა და მიმართულებებს, სააგენტოს ურთიერთობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;
ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა;
გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა;
თ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
ი) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
კ) ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა;
ლ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა;
ნ) სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ ეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
ო) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
პ) სა კუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
4. სააგენტოს უფლებამოსილება ( მომსახურებ ა) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების , საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას ( მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლებ ი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 5. ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერა
სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერის პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური
1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.
2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულებით.
მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში.
2. სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები
1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით .
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დასახელებები და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. სააგენტოს თანამშრომ ელი არ არი ს საჯარო მოსამსახურე და საჯარო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი.
4. სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ შეიძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები.
მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები
1. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურები დან მიღებული შემოსავალი;
დ) კრედიტები და გრანტები;
ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4 . სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს, გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 10. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი
სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6319- Iს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ
საქართველოს კანონი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო🔗
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ −
სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს,მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებსა
და მიმართულებებს, სააგენტოს ურთიერთობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი🔗
სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი🔗
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები🔗
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;
ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა;
გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა, სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;
ვ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა;
თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;
ი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ლ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
მ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
პ) საკუთარი
მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა;
ჟ) საქართველოში გაცემული, სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
რ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ
3
1. სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიიღოს ამ მუხლის 3
2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს შესაბამის მონაცემთა ბაზას დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
32. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესებს.
დელეგირების ფარგლები
4. სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით.41. სააგენტო თავისი ფუნქციების შესასრულებლად და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს იყენებს.
42. სააგენტო უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესრულებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია ელექტრონული დოკუმენტების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებით განახორციელოს.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას (მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2053 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5023 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №654 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №420 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
მუხლი 41. სამოქალაქო რეესტრი🔗
სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5035
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერა🔗
სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერის პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური🔗
1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.
2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულებით.
მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე
წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში.
2. სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები🔗
1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სტრუქტურული ქვედანაყოფების
ა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით
.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დასახელებები და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
იუსტიციის მინისტრი.
3.
სააგენტოს თანამშრომელი
არ არის
საჯარო მოსამსახურე და საჯარო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი.3. (ამოღებულია - 27.04.2016, №5035).
4. სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ შეიძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5035
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.
მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები🔗
1. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ)
ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურებიდან
მიღებული შემოსავალი;
დ) კრედიტები და გრანტები;
ე)
შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4
. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს, გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 10. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი🔗
სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი🔗
სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები🔗
1.
რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი.
4. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№654
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ
. სააკაშვილი
თბილისი,2012 წლის 25 მაისი.
№6319-
Iს