სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-789/ო
2012 წლის 22 მაისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტი) შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,მედალფაზე“ ( მისამართი: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №110) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია'' – სალიცენზიო მოწმობა №002097 .
2. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
საფუძველი: შპს ,,მედალფას“ დირექტორის განცხადება №27325, 06.04.2012წ .
გ. თვალავაძე