განჩინება შპს ,,ბათუმგამწვანების“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 01 ივნისი
ქ. ბათუმი
ბათუმი საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
განიხილა შპს ,,ბათუმგამწვანები ს “ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბათუმგამწვანები ს “ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.
2012 წლის 21 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმგამწვანები ს “ გაკოტრების მმართველმა,სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ბათუმგამწვანები ს “ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;
აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ბათუმგამწვანები ს “ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, 42-ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათუმგამწვანები ს “ (ს/ნ 245442221) კრედიტორთა კრება 2012 წლის 07 ივნისს 1 5:00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30 , მეოთხე სართული, სხდომის დარბაზი№4).
3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:
ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება .
4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.batumi.court.ge .
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .
მოსამართლე ჯ . ბეჟანიძე