შპს „ორიონი“-ს მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ორიონის”
მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება
2012 წლის 24 მაისი
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ორიონს” ქ. თბილისის ცენტრში (აკ. წერეთლის გამზირზე) გააჩნია უძრავი ქონება, შესაბამისი სამშენებლო პროექტით, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო სფეროში დაინტერსებული პირების (ინვესტორების) მოზიდვას, მომრიგებელი საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ორიონის” რეაბილიტაცია არის ის სამართლებრივი გამოსავალი, რაც შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული კომპანიის კრედიტორებს სრულად დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ორიონს” მომრიგებელმა საბჭომ მიიღო შემდეგი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა:
1. დაიწყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ორიონის” რეაბილიტაცია;
2. ეთხოვოს საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს შესაბამისი განჩინების მიღება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
შპს „ორიონის”
მომრიგებელი საბჭოს წევრები მალხაზ ჩემია
ვარლამ სულაბერიძე
ნანა ამისულაშვილი