შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან“ გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №818
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან“გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შედეგად შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან გამოსახლებულ დევნილებს, რომლებმაც უარი განაცხადეს საკომპენსაციო თანხის მიღებაზე, განსახლებამდე აუნაზღაურდეთ საცხოვრებელი ფართობის დასაქირავებელი ხარჯები დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (კ. სუბელიანი) წლიური საბიუჯეტო კანონით „დევნილთა დახმარების ფონდისათვის“დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
ყოველთვიური ხარჯი
ნათელა
მარინა
გივი
მანანა
რუსუდან
თენგიზ