თავი VI — 2. დავების განმხილველი კომისია
1. კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისია აღნიშნულის შესახებ, მიზეზის მითითებით, ატყობინებს მხარეებს.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს.
3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ დავის განხილვას ესწრება სულ მცირე 3 წევრი.
4. კომისიის გადაწყვეტილებით მომხმარებლის საჩივარი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ან არ დაკმაყოფილდეს. დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
5. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დავის განხილვის შეწყვეტა.
6. კომისია წყვეტს დავის განხილვას:
ა) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აღიარებს მის მიმართ ყველა მოთხოვნას;
ბ) თუ მომხმარებელი ითხოვს დავის განხილვის შეწყვეტას;
გ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ე) თუ არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით;
ვ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა;
ზ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7. კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან/და, შესაბამისი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად. კომისიის გადაწყვეტილების მხარისთვის ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში იგი ჩაბარებულად მიიჩნევა გაგზავნის დღეს. თუ კომისიის გადაწყვეტილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება მატერიალურად ან ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.
8. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1142
- 09.09.2022 კანონი №1800
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 419. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა 1. კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისია აღნიშნულის შესახებ, მიზეზის მითითებით, ატყობინებს მხარეებს. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს. 3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ დავის განხილვას ესწრება სულ მცირე 3 წევრი. 4. კომისიის გადაწყვეტილებით მომხმარებლის საჩივარი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ან არ დაკმაყოფილდეს. დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. 5. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დავის განხილვის შეწყვეტა. 6. კომისია წყვეტს დავის განხილვას: ა) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აღიარებს მის მიმართ ყველა მოთხოვნას; ბ) თუ მომხმარებელი ითხოვს დავის განხილვის შეწყვეტას; გ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ე) თუ არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით; ვ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა; ზ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7. კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან/და, შესაბამისი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად. კომისიის გადაწყვეტილების მხარისთვის ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში იგი ჩაბარებულად მიიჩნევა გაგზავნის დღეს. თუ კომისიის გადაწყვეტილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება მატერიალურად ან ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს. 8. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. თავი VII. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება