ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო ლიცენზიის მქონე ორი ექიმი;

ბ) ძვლის ტვინის გადანერგვა განკუთვნილია პირველი ან მეორე რიგის ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება;

გ) არასრულწლოვანის განწყობა იძლევა სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას;

დ) მიღებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადასტურებული მშობლების (მშობლის) ან მშობლების ზრუნვას მოკლებული არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობ