განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლი ს 13 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების მმართველის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „მაგნატი 2006“-ის მიმართ.
2012 წლის 12 ივნისს შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა შემოწმების, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნ ე ს შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება ;
2. გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში ;
3. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება ;
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 25 ივნისს , 10:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №№6) .
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვ ე ბგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლ . ქოჩიაშვილი