1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 104−108 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს:

ა) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს;

ბ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს.

2. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 109 ან 1010 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს:

ა) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს;

ბ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის (გარდა კომერციული ბანკისა) მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს;

გ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიმართ − ეროვნულ ბანკს.

3. ამ კანონის 1011−1015 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.

4. ამ კანონის 1016 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.

5. ამ კანონის 1017 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  ადგენს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, აგრეთვე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ საკუთარი  კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

თავიIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებე