1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ბრძანება „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“;
ბ) ბრძანება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
გ) ბრძანება „ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესების შესახებ“;
დ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“;
ე) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის შესახებ“;
ვ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“;
ზ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.
3. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 მარტის №157 ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
6. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 აპრილამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“;
ბ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“;
გ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1250 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.12.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 24.12.2013 კანონი №1829
- 20.09.2013 კანონი №1250
წინა რედაქცია (19.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ბრძანება „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“; ბ) ბრძანება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“; გ) ბრძანება „ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესების შესახებ“; დ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; ე) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის შესახებ“; ვ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“; ზ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“. 3. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 მარტის №157 ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 აპრილამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“; ბ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; გ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.