1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021