საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების – „რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში კერძო სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №217
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების – „რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში კერძო სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1. „რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში კერძო სექტორში განსახორციელებელ ღონისძიებათა (გზების მშენებლობა‑რეაბილიტაცია, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და სხვ.) ხელშეწყობისათვის და ინფრასტრუქტურის შექმნაში საზოგადოების ფართო ფენების პირდაპირი ინტეგრაციის, მასში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის უზრუნველყოფის, აგროწარმოებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, 2012 წლის 28 მარტს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან დადებული სასესხო შეთანხმების №8148-GE – „რეგიონული განვითარების პროექტის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების საფუძველზე:
1. განისაზღვროს კახეთის რეგიონული განვითარების საინვესტიციო პროექტების ფარგლებში აგროწარმოებისა და ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორის თანამშრომლობის წახალისების პროგრამა. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვროს 2 წლით (2012-2013 წლები), ხოლო მისი მიზნებისათვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა შეადგენს 12,5 მლნ აშშ დოლარს.
2. პროექტი განხორციელდეს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ, საქართველოს მთავრობისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის თანადაფინანსებით, რომელშიც რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები შეადგენს 10 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება – 2.5 მლნ აშშ დოლარს.
3. ფონდმა, იმ პრეტენდე ნ ტთა მიერ წარდგენილი საკუთარი ბიზნესინიციატივის საფუძველზე, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან შესაბამის ელექტრონულ მისამართზე (ხოლო პირველ ეტაპზე, 2012 წლის 1 ივნისამდე, რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონულ მისამართზე www.mdf-kakheti.biz), უზრუნველყოს ისეთი პრიორიტეტული ბიზნესპროექტების შერჩევა, რომლებიც დაკავშირებული იქნება:
ა) აგროწარმოების სფეროში – კვების პროდუქტების წარმოება-გადამუშავებასთან, ღვინის წარმოებასთან, მეფრინველეობა-მეცხოველეობის განვითარებასთან, რძის პროდუქტების წარმოებასთან, თევზწარმოებასთან, ადგილობრივი წარმოების და კონსერვირებული პროდუქტების წარმოებასთან, სამაცივრე ბიზნესთან და სხვა;
ბ) ტურიზმის სფეროში – სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების) მშენებლობასთან, ქვევრის დამზადების სასწავლო სკოლის დაარსებასთან, ბუტიკის ტიპის სასტუმროების მშენებლობასთან, გოლფის მოედნების მოწყობასთან, სატრანსპორტო მომსახურებასთან, გასართობი ცენტრების (ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის წარმოდგენები, ფოლკლორი), სუვენირების დამზადება-გაყიდვასთან, ტრადიციული კულინარიის რესტორნების ამოქმედებასთან, სათავგადასავლო ტურების, კემპინგების (ლაშქრობები) მოწყობასთან, მცირე ზომის ბავშვთა გასართობი პარკის, საცხენოსნო ტურიზმისა და სხვა იდეის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების შერჩევასთან.
ამასთანავე, პროექტში მონაწილეობის მსურველ პირთა მიერ შეთავაზებული არ უნდა იყოს: დაცული ტერიტორიები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გამორჩეული ესთეტიკური ღირებულებების მქონე ეკოსისტემები, გარდა ტურისტული მარშრუტებისა. ასევე, დაუშვებელია საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მწვანე საფარზე ნეგატიური ზემოქმედების არეალში ეკოლოგიურად დამაბინძურებელი მრეწველობის წ არმოება და სხვა.
4. ფონდი არჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული ბიზნესწინადადების განხორციელება, რის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წარუდგენს რეგისტრირებულ ბიზნესწინადადების ავტორთა სიას.
5. ფონდის მიერ საბჭოსათვის სიების წარდგენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს მოთხოვნით, ბიზნესწინადადების ავტორებს განესაზღვრებათ გონივრული ვადა მათ მიერ შევსებულ განაცხად-ანკეტაში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად.
6. საბჭო, საჭიროების შემთ ხ ვევაში ბიზნესწინადადებების ავტორთა და მოწვეულ ექსპერტთა მონაწილეობით, იხილ ავს წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით დაფინანსების მიზანშეწონილობის საკითხს.
7. საბჭოს მიერ შერჩეული პროექტი შესაბამის განმარტებით ბარათთან ერთად, რომელშიც მითითებული იქნება სავარაუდო ბიუჯეტიც, დამტკიცების მიზნით ეგზავნება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს.
8. საბჭომ ინდივიდუალურად დაადგინოს თითოეული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო პირობები და ვადები, ასევე მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები პრეტენდე ნ ტთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მატერიალური და ფინანსური გარანტიების წარდგენის თაობაზე.
9. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ შერჩეული პროექტის დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყო ფ ს გამარჯვებულ ბიზნესწინადადების ავტორთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება მხარეთა უფლება-მოვალეობები. ამასთანავე, ფონდი გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყო ფ ს მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სათანადო მომსახურებისა და აღჭურვილობის შესყიდვის, პროექტის მიმდინარეობაზე ზედამხედველობის და სხვა თანამდევი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულებას.
10. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ფონდმა განახორციელოს „საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ფონდისათვის გათვალისწინებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „რეგიონალური განვი თ არების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB)“ (პროგრამული კოდი –250308) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური