2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.06.2012 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№221
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016894
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა (პროგრამული კოდი – 35 03 04) და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტალურ განწერაში.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო

განათლების პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის კონტექსტში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) სისტემისა და პროფესიული რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისა და სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და კლინიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის განვითარება.

    მუხლი 3. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები

პროგრამის ფარგლებში მ ი მწოდებლების მიერ განხორციელდება:

ა) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება;

ბ) სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება;

გ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისათვის ადამიანური რესურსის მომზადება.

    მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს384 000 (სამას ოთხმოცდაოთხი ათასი ) ლარ ს , რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

 

ბიუჯეტი

(ლარებ ით)

20 12 წელი

1

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტ-კითხვარებისა და სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

50 000

2

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისათვის ადამიანური რესურსის მომზადება

334 000

სულ:

384 000.

მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ს ცენტრალური აპარატი.

2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. პროგრამის შედეგები

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

ა) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროცესის ა და შეფასების მექანიზმების სრულყოფა;

ბ ) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის გაუმჯობესება.