1.
ამ შეთანხმების მიზნებისათვის,თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a)
საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას,საქართველოს სახელმწიფო ფარგლებში,მათ შორის სახმელეთო სივრცეს,შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას,საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ,რომლის მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს;
ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას,განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს,რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „უნგრეთი” ნიშნავს
უნგრეთს და,გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას,უნგრეთის ტერიტორიას;
c)
ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო”
და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო”
ნიშნავს საქართველოს ან უნგრეთს,კონტექსტის შესაბამისად;
d)
ტერმინი „პირი”
მოიცავს ფიზიკურ პირს,კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e)
ტერმინი „კომპანია”
ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს,რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
f)
ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო”
და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო”
შესაბამისად ნიშნავს საწარმოს,რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს,რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i)
საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii)
უნგრეთის შემთხვევაში, საგადასახადო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელ მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(i)
ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i)
ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა;
(ii)
ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას, ასოციაციას ან სხვა ერთეულს, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე
.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები