1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;

ბ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;

გ) საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;

დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ე) საჯაროობა;

ვ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

2. უმაღლესი საბჭოს სამუშაო ენებია ქართული და აფხაზური.

3. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი სოხუმი, დროებითი ადგილსამყოფელი – ქ. თბილის