„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №3783
2012 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის” (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის მე-16 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. გრაფა 27 - ,,დანიშნულების ადგილი“ – გრაფაში ეთითება საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად.”;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გრაფა 27 – ,,დანიშნულების ადგილი” – გადაადგილების მიმართულების შესაბამისად, გრაფაში ეთითება: საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საწყობის, ან პორტალ „სარფიდან” 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საწყობის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ხოლო X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში დამატებით მიეთითება „S3“. საზღვაო ნავსადგურის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში გრაფაში მიეთითება საზღვაო ნავსადგურის ხუთნიშნა კოდი იმავე კლასიფიკატორის შესაბამისად, ხოლო პორტალ „სარფის” ან გაფორმების ადგილის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში – მიეთითება საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით;~;
გ) მე-13 მუხლის 29-ე პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. გრაფა 30 “საქონლის ადგილმდებარეობა” – იმ შემთხვევაში, როდესაც დროებით დასაწყობება ხორციელდება საწყობში ან საქონლის დროებითი შენახვის სხვა ადგილებში, გრაფაში აღინიშნება ხუთ ნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად.”;
დ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მგზავრის პირადი ნივთების (ბარგის/ხელბარგის) დათვალიერება;”;
ე) 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციის წითელ დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში და დათვალიერება ხორციელდება საქონლის რაოდენობის 100%-ის ოდენობით. ”;
ვ) 33-ე მუხლის:
ვ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლით გათვალისწინებული პირი ან/და მისი პირადი ბარგი/ხელბარგი შეიცავს საგნებს, რომელთა შემოტანა-გატანა აკრძალულია, ან რეგულირდება საქართველოს საკარანტინო წესებით, დათვალიერება ხორციელდება დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.”;
ვ.ბ) მე-6 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მგზავრის დათვალიერება წარმოებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ, რომელიც დასათვალიერებელი პირის სქესისაა, ამისათვის ცალკე გამოყოფილ ადგილას, იმავე სქესის პირის (პირების) თანდასწრებით.
7. მგზავრის დათვალიერების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, პირს წარუდგინოს თანამდებობრივი მოწმობა, აცნობოს გადაწყვეტილება, გააცნოს მისი უფლება-მოვალეობანი ასეთი დათვალიერების დროს (მათ შორის, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით) და მისცეს წინადადება დამალული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.
8. დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება მგზავრის დათვალიერების ოქმი (დანართი №IV–04) და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.”;
ვ.გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მგზავრის დათვალიერების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე გადაეცემა მგზავრს. თუ დათვალიერებას ესწრებიან სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები, ოქმში შეიტანება მათი მონაცემებიც, რაც დასტურდება მათი ხელმოწერით და გადაეცემათ ოქმის ასლი. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ოქმის ასლი საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალებთან და ნივთმტკიცებულებებთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
11. მგზავრის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი სამართალდარღვევის საგანი/საგნები, ოქმში დაწვრილებითი აღწერის შემდეგ, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს და დაილუქოს.”;
ზ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. მგზავრის პირადი ნივთების (ბარგის/ხელბარგის) დათვალიერება
1. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერება წარმოებს მგზავრის ა ნ მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.
2. თუ ბარგისა და ხელბარგის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია, დათვალიერება ხორციელდება მგზავრის დაუსწრებლად.
3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა, მგზავრის ბარგის ან/და ხელბარგის დათვალიერების დაწყებამდე, მგზავრს უნდა შესთავაზოს დამალული/აკრძალული საქონლის ნებაყოფლობით წარდგენა.
4. დათვალიერებისას საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს მგზავრს ბარგის/ხელბარგის წარდგენა და განთავსება დათვალიერებისათვის გამოყოფილ ადგილზე;
ბ) მოსთხოვოს მგზავრს დახმარების აღმოჩენა ბარგის/ხელბარგის გახსნასა, საქონლის გადმოლაგებასა და რაოდენობის განსაზღვრისას;
გ) მიიღოს ინფორმაცია მგზავრისგან ბარგის/ხელბარგის შიგთავსის შესახებ.
5. დათვალიერებისას საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია, არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი მგზავრის ბარგს/ხელბარგს და მასში მოთავსებულ ნივთებს.
6. მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერებისას სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დათვალიერების შედეგები აისახება სამართალდარღვევის ოქმში.
7. მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერებისას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, არსებული ნივთმტკიცებულებები უნდა შეიფუთოს, დაილუქოს და დათვალიერების შედეგები გაფორმდეს „მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმით” (დანართი №IV–05) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე გადაეცემა მგზავრს. აღნიშნული ოქმის ასლი აღმოჩენილ ნივთმტკიცებულებებთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
8. ჩამორთმეული ან მიტოვებული საქონელი, შესაბამის ოქმში ან აქტში დაწვრილებით აღწერის შემდეგ, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს და დაილუქოს.”;
თ) დანართები №IV–04 და №IV–05 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №IV–0 4
მგზავრის დათვალიერების
ოქმი N
თარიღი: „----- ”----------------- ” 20----- წელი –––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის ადგილი
1. დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი და გვარი)
2. დათვალიერების ჩამტარებელი პირი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი და გვარი)
3. დათვალიერება ჩაუტარდა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( სახელი, გვარი, მისამართი, სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები)
4. ფიზიკურ პირს ეცნობა მისი დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტი ლება, განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.
5. საუბარი მიმდინარეობდა ––––––––––––––––––– ენაზე. თარჯიმნობას ეწეოდა –––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––,
(სახელი, გვარი და მისამართი)
რომელიც სრულყოფილად ფლობს ორივე ენას.
6. დათვალიერების პროცედურას ესწრებოდნენ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( სახელი, გვარი და მისამართი)
7. დათვალიერების პროცედურა მიმდინარეობდა –––– სთ. –––– წთ- დან, –––– სთ. ––– წთ- მდე.
8. დათვალიერების მიზნით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9. დათვალიერების ჩატარების პირობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10. აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( საგნების სახეობა, რაოდენობა, ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები და სხვა მახასიათებლები)
11. დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები დალუქულ იქნა N______
ლუქით და განთავსდა/ გაიგზავნა ––––––––––––––––––––––––––––––
12. წინამდებარე ოქმის სისწორეს ვადასტურებთ ხელის მოწერით:
დათვალიერების ჩამტარებელი პირი ––––––––––––––––––––
დათვალიერებაზე დამსწრე პირ ი/პირები: ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––
მოწვეული სპეციალისტი (არსებობის შემთხვევაში) ––––––––––––––––––––
მოწმეები (არსებობის შემთხვევაში) ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––
13. ჩამიტარდა დათვალიერების პროცედურა, რის შემდეგაც გავეცანი წინამდებარე ოქმს და მივიღე ოქმის მეორე ეგზემპლარი, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით –––––––––––
შენიშვნა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №IV–0 5
მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების
ოქმი N
თარიღი: “----- ”----------------- ” 20----- წელი ––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის ადგილი (პორტალი)
–––––––––––––––––––––––––-------------------------------------------მიერ დათვალიერდა
(დათვალიერების განმახორციელებელი თანამშრომლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------- კუთვნილი ბარგი/ხელბარგი
( მგზავრის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ან სამგზავრო დოკუმენტის №)
დათვალიერებას ესწრებოდნენ
მგზავრი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამსწრე/დამსწრეები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––------
დათვალიერების შედეგად გამოვლინდა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის მონაცემებს ვადასტურებთ:
დათვალიერების განმახორციელებელი თანამშრომელი –––––––––––––––––––––––
მგზავრი –––––––––––––––––––––––
დამსწრე/დამსწრეები –––––––––––––––––––––––
აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები დალუქულ იქნა N–––––––––– ლუქით და გადაეცა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგამოძიებო ორგანოს დასახელება)
საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი ----------------------------------------
საგამოძიებო თანამშრომლის ხელმოწერა ----------------------------------------------
შენიშვნა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– “.
ი) 44-ე მუხლის:
ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარანტი ავსებს დეკლარაციის შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 49, 54, B.”;
ი.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გრაფა 6 „ადგილების რაოდენობა” – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა მე-5 გრაფის მიხედვით. თუ დეკლარირდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი, გრაფაში ჩაიწერება – „1”;
ი.გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ი.დ) 27-ე–28-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. გრაფა 25 „ტსს კოდი” – ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების სახეობის კოდი კლასიფიკატორის მე-9 ნაწილის შესაბამისად ან მიეთითება „0”.
28. გრაფა 26 „სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში” – აღინიშნება მე-18 გრაფაში მითითებული სატარანსპორტო საშუალების სახეობის კოდი კლასიფიკატორის მე-9 ნაწილის შესაბამისად ან მიეთითება „0”.”;
ი.ე) 30-ე–32-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. გრაფა 29 „პორტალი” – აღინიშნება პორტალის დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში, კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად ან მიეთითება „55555”.
31. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გაფორმება ხორციელდება საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებულ საქონელზე, გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთ ნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად.
32. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა” – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზოგადი აღწერილობა სეს ესნ-ის 11-ნიშნა სასაქონლო პოზიციის დონეზე ან საქონლის დასახელება, ხოლო რაოდენობაში – 1.”;
ი.ვ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. გრაფა 34 „წ.ქ. კოდი” – თუ დეკლარირებულ საქონელზე ვრცელდება წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათი, აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა შემთხვევაში აღინიშნება – „999”.”;
კ) 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 3, 5, 6, 7, 16, 19, 20, 22, 23, 24, 25, 26, 28, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 46, 47, 48, 49, 54, A, B, C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექსპორტში ექცევა უკან დაბრუნების პირობით, 31-ე გრაფაში ჩაიწერება სიტყვები: ,,დაბრუნების პირობით”.”;
ლ) 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 44, 46, 48, 49, 54, A და C ივსება საქონლის ექსპორტში დეკლარირებისას დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.”;
მ) 47-ე მუხლის:
მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწყობის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 54, A, B და C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.”;
მ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გრაფა 49 ,,საწყობის დასახელება” –გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი.საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საწყობის საიდენტიფიკაციო კოდ ს ბოლოში ემატება – „/1”. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება ციფრი „5000”.”;
ნ) 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.”;
ო) 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 13, 12, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.”;
პ) 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A და C ივსება ექსპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე