„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №1751 |
|
2024 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2):
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება 1 ლარამდე არსებული დავალიანება/მოსაკრებელი;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დანართის პირველი პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება, ხოლო შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებასა და ამავე საანგარიშო პერიოდზე მის წინ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას შორის სხვაობის თანხიდან.“;
გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების (ამ დანართის მიზნებისთვის შემდგომში – მიმართვის განცხადება) წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცი(ებ)ის ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება), როდესაც დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხა (რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს სანქციის გამოანგარიშება) არ აღემატება პირველადი მონაცემებით დარიცხული თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული მონაცემებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება. ხოლო შესწორებული დეკლარაციით ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება) დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს დაზუსტებული მონაცემებისა და ამ მონაცემების წინ დაზუსტებული მონაცემების სხვაობის თანხიდან.”;
ე) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ამ დანართის მიზნებისათვის, თუ წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (იმავე სახის და საანგარიშო პერიოდის)/მიმართვის განცხადება, პირველად საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას /პირველად მონაცემებს წარმოადგენს ის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/პირველადი მონაცემები, რომლის მიმართ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ პირველი გადაწყვეტილება.“;
ვ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 52 პუნქტი:
„52. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი და იმავე საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/მიმართვის განცხადება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა, მომსახურების დეპარტამენტი ამ დანართით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს, როგორც იმ დეკლარაციით/გაანგარიშებით/მიმართვის განცხადებით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, რომელზეც წარდგენილია საჩივარი, ასევე, დამატებით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლების შესახებ.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.02.2024.
- როდის იქნა მიღებული „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.02.2024. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №1751. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016725.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1751, 01.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016725 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6094770/