„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №107

2012 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21/11/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო “ და „პ“ ქვეპუნქტები:

 „ნ) საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესები;

 ო) ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშებ ის შესახებ დებულება;

 პ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულებ ა.“.

 2.მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

 პ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი;

 ჟ) რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში;

 რ) მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი;

 ს) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია;

 ტ) ინდივიდუალური მონიტორინგის ჩატარების წესი და მ ისი კონტროლი;

 უ) ბირთვულ ი და რადიაციულ ი ავარიებ ისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა;

 ფ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი;

 ქ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი;

 ღ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების და ნარჩენების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრ თ ხოების (დაცულობის) შესახებ;

 ყ) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი;

 შ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის შესახებ;

 ჩ) ბუნებრივი გამოსხივების ზემოქმედების ოპტიმიზაციის შესახებ;

 ც) ძირითადი მოთხოვნები მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი;

 ძ) ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლისადმი.

3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესი.“.

4. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები:

„წ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები;უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესი;ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები;სარეზიდენტო პროგრამები ; ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატი; შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერის ფორმ ა და დიზაინი;

ჭ) სისხლის ა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ.“.

5. მე-16 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურების საფასური.“.

 6. მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულება.“.

 7. 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი.“.

8. 22-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

„ც) „რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანება;

ძ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანება.“.

9. 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 25-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„25. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო:

სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2012.
როდის იქნა მიღებული „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №107. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.016319.
რამდენი მუხლისგან შედგება „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №107, 27.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016319 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1686355/