1. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 766 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესს განკარგულებით ადგენს უსკო.
3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესი განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023