სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“–სათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№866
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №866

2012 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოსათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე -2 პუნქტის,„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.ე“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე -7 და 37 -ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტის, 22 -ე მუხლის მე -6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22 -ე მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2007 წლის 30 ივლისის №325 განკარგულება „სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოსათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“.

3. დაიწყოს სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი N01036002403) და გაფორმდეს მასთან შრომითი ხელშეკრულება. ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ შესაბამისად.

5. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო დეპარტამენტს დახუროს სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ საკორესპონდენტო ანგარიში (ლარში და უცხოურ ვალუტაში) და გახსნას სალიკვიდაციო ანგარიში; ერთდროულად დაუხუროს სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვის ანგარიშები და ამ ანგარიშებზე რიცხული თანხები ჩარიცხოს სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასევე , გაუქმდეს სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS).

6. სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“ ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.

7. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ მარეგისტრირებელ ორგანოს, და აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკ ა ნონმდებლო მაცნეში.

8. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი      ო. ნადარაია