საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ელექტრონული ჯანდაცვის სააგენტოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №517
2012 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტრონული ჯანდაცვის სააგენტოს შექმნის შესახებ
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ელექტრონული ჯანდაცვის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო ).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სააგენტო ს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ს წინადადებების საფუძველზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სათვის გამოყოფილი ასიგნებების დამტკიცებულ განწერაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი