საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №231
2012 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე‑6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო ინფორმაციის სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხი მოწესრიგდეს შემდეგნაირად:
1. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი.
2. დაევალოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს სისტემური რეგისტრაციების საფუძვლად არსებული საკადასტრო ინფორმაციების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ უფლებამოსილების შესასრულებლად სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
3. საკადასტრო ინფორმაციების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საერთო ღირებულება (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) დადგინდეს არა უმეტეს 3 (სამი) ლარის ოდენობით ერთეულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადახდილი უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გავრცელდება იმ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციაზე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან სარეკრეაციო ტერიტორიაზე.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 28.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №231. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.10.003.016904.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.07.2016-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №231, 28.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.016904 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1687847/