შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.06.2012 ძალადაკარგული 11.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10525
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება № 10525

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოები ს თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ “ და „უ“ ქვეპუნქტ ებ ის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების კომპეტენციათა გათვალისწინებით, ამ სამმართველოების თანამშრომელთა შორის ფუნქციები განაწილდეს ამ ბრძანების მე-2 – მე-4 პუნქტების შესაბამისად.

2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების უბნის საგადასახადო ოფიცრების ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;

ბ) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

გ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება;

დ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრევენციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;

ე) მიმდინარე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, პრევენციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;

ვ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

ზ ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

თ ) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრობიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;

ი ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ ) პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების უბნის საგადასახადო ოფიცრები უფლებამოსილნი არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვრონ ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

4. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების მთავარი ოფიცრების, უფროსი ოფიცრების და ოფიცრების ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ზ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში წარსადგენად;

თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;

კ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;

ლ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

ნ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ო) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

პ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

ჟ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების (გარდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სანებართვო პირობების შესრულებისა) კონტროლი – შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება;

რ) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;

ს ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრობიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;

ტ ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2882 მუხლით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;

უ ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ფ ) პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის № 12068 ბრძანება.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ . ებანოიძე