განჩინება კოოპერატივი „ტყვიავი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/3-07
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე #2/3-07

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2012 წლის 7 ივნისი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ლანა დემურიშვილი

გაკოტრების კრედიტორები: სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი), ნიკოლოზ აკკერერი (წარმომადგენელი გიორგი ნასყიდაშვილი), ჭიჭიკო გურეშიძე (არ გამოცხადდა).

გაკოტრების მმართველი: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ (წარმომადგენელი ნათია სახოკია).

განსახილველი საკითხი: გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის განხილვა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 - მე-9, 42-ე მუხლებით,

დაადგინა:

დასრულდეს კოოპერატივ „ტყვიავის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 217873996) გაკოტრების საქმის წარმოება და სამეწარმეო რეესტრში გაუქმდეს კოოპერატივ „ტყვიავის“ რეგისტრაცია.

განიმარტოს, რომ დღეის მდგომარეობით, კოოპერატივ „ტყვიავის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული და გასანაწილებლად დარჩენილი თანხა ან მის სახელზე რიცხული რაიმე ქონება არ არსებობს.

ამ განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ.

განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გორის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

 მოსამართლე            დ . პაპუაშვილი