სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1044
საოქმო განჩინება
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 16 მაისი
ქ . ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 . სს ,,პანსიონატ მზიურის’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 10 ივნისს, 12.00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).
3 . დაევალოს სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება,მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 16.05.2016. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1044.
- სად არის „სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/1044, 16.05.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3286930/