შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2032

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე

განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატი’’

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 10 ნოემბერს 13:00 საათზე, დღის წესრიგით – კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 . დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე : გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2016.
როდის იქნა მიღებული „შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 24.10.2016. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2032.
სად არის „შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/2032, 24.10.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3423599/