შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1666
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
27 სექტემბერი, 2016 წელი ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხანა’’
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის და გაკოტრების მმართველის დანიშვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3 . დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 27.09.2016. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1666.
- სად არის „შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/1666, 27.09.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3406623/