შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/5731- 19
ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან
2019 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი – ანდრო მაღრაძე
განმცხადებელი – შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯია"
წარმომადგენელი – ანდრო კიკნაველიძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი
მოთხოვნა – შპს „ა&ტ ენერჯი ჯორჯიას“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება)
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა&ტ ენერჯი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და გაგრძელდეს 2019 წლის 20 მაისს 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის მოხსენება, კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი № 6, სხდომის დარბაზი №46).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“?
- „შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“ მიღებულია 10.05.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/5731-19.
- სად არის „შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“, №2/5731-19, 10.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4563643/