ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№2/115

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

2015 წლის 20 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე

კრედიტორთა კრებას ესწრებოდა:

კრედიტორი: სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი თამთა ფორჩხიძე

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1 . შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2015 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 . დაევალოს შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე : ხელმოწერილია გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი: ხელმოწერილია ნოდარ გიორგიძე

ასლი სწორია

მ/თანაშემწე: ი.ლოსაბერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2015.
როდის იქნა მიღებული „ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“?
„ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“ მიღებულია 20.10.2015. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/115.
სად არის „ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ“, №2/115, 20.10.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3031249/