ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ამონაწერი
სასამართლო სხდომის ოქმიდან
შპს „ბერმუხა’ს“ კრედიტორთა კრების შესახებ
2014 წლის 1 ივლისი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 11 ივლისს,16:00 საათზე, დღის წესრიგით _ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარება.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარ გიორგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ“?
- „ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ“ მიღებულია 01.07.2014. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ“, №0, 01.07.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2387488/