„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.07.2012 ძალადაკარგული 04.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2012 წლის 2 ივ ლ ისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის„ზ“ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ტურიზმის და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულება“ დანართი №1- ის შესაბამისად.

2. დადგენილება ძალაშია გაცნობისთანავე.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთ ი თვის ვადაში,მის .: მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

საკრებულოს თავმჯდომარე        ა . კალანდაძე

 

დანართი №1

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) ტურიზმის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოლიტიკის გატარებას, ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას .

1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ტურიზმის და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საგადასახადო კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით .

1.3. თავის i ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას .

1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს .

1.5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი .

1.6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახური.“.

1.7. სამსახურის მისამართია: ქ. მცხეთა, არსუკიძის ქ. №3 .

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და კომპეტენცია

2.1 . ტურიზმის სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა შიდა ტურიზმი, შემოყვანის ტურიზმი, კურორტები და რეკრეაციები.

2.2 . მუნიციპალიტეტში სამსახურის ძირითადი ამოცანებია :

ა) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება ;

ბ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება ;

გ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება ;

დ) ტურისტთა მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება ;

ე) ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება, გამოცემა ;

ვ) ახალი ტურისტული ადგილების შექმნისთვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება. მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნა და შეთავაზება ;

ზ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, საინფორმაციო ბაზის შექმნა ისეთ საკითხებზე,როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები,ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები სახალხო დღესასწაულები და სხვა ;

თ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა ;

ი) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა ;

კ) მოსახლეობის დასაქმების მიზნით მათი ჩართვა ტურისტულ ბიზნესში, ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციების გაწევა ;

ლ) ტურიზმისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება (სასწავლო პროგრამის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება) ;

მ) დაინტერესებული პირებისათვის ყველა ინფორმაციის მიწოდება.

    მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელი

3.1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი .

3.2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის ძირითად საქმიანობას და აწესრიგებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხს აგებს გამგეობის მიერ სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მომსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს. გამგებელს წარუდგენს წინადად ე ბებს მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანაშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდელობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

4.1. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, შესაძლებელია დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა.

4.2. წინამდებარე დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.