„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№169-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240010.30.056.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 27.12.2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.056.016011) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა) ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                             ლ. ვარშალომიძე

ჩაქვი,

2012 წლის 3 ივლისი

169-უ.ს.რ.ს.