ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.07.2012 ძალადაკარგული 07.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21         

2012 წლის  6 ივლისი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1) და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა და ზღვრული ოდენობა (დანართი №2).

    მუხლი 2.

  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 2 ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე        შ . ჯაფარიძე

 

დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

    მუხლი 1.

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მიღებისთვის ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2.

საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მიღებასთან განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში ფაქტობრივი დასწრების მონაცემები.

    მუხლი 3.

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.

 

 

 

დანართი №2

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზრაურების ოდენობა ( ზღვრული ოდენობა)

 

დასახელება

ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)  საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის

საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)

   50  (ორმოცდაათი) ლარი, მაგრამ თვეში არა უმეტეს 150

 (ას ორმოცდაათი) ლარისა.

 

შენიშვნა:

მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.