შპს „თბილინტერკაპიტალის“ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №893
2012 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „თბილინტერკაპიტალის ” საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52 -ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31 -ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტის, 22 -ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე -6 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61 -ე მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „თბილინტერკაპიტალს ” გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია №20042 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 200 4 წლის 7 სექტემბრის №169 ბრძანება შპს „თბილინტერკაპიტალისათვის ” საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
2. შპს „თბილინტერკაპიტალი“ ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. : ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6)მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.