„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე ბა :
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით;“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვები შეიძლება განახორციელოს ასევე პირმა, რომელიც არ არის ამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია. ამ პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს ამ სისტემით სარგებლობაზე დათანხმებას დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
3. 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;“.
4. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 28 ივნისი.
№6577-რს
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6577-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.05.001.016860.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6577-რს, 28.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016860 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1696065/