„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2012 ძალადაკარგული 02.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6611-რს
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.016867
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

  „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, № 45, 21.11.1997, გვ. 55 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  მუხლი:

     „მუხლი 111 . საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ამ კანონის მოქმედების გავრცელების წესი

1. ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება ასევე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლების ა თვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ამ კანონის 362   და 363  მუხლებით გათვალისწინებული წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლების ა თვის კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.“.

2. მე-18 მუხლის პირველი−მე -3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“და „დ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 29-ე−32-ე მ უხლ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. თანამდებობაზე  კონკურსის წესით დანიშვნა

1. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

1. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნო ნ :

ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელე ები ;

ბ) აფხაზეთის ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ები ს მიერ ასარჩევი მოხელე ები ;  

გ) მინისტრის მოადგილე ები , თანაშემწე ები, მრჩევლ ებ ი;

დ) პირ ებ ი, რომლე ბ იც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით;

ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელ ებ ი;

ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლ ებ ი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს .

2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო  კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. ი მა ვე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

    მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება

1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით . ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:

ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

გ) შესასრულებელი სამუშაო;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.

    მუხლი 32. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა  

კონკურსში მონაწილეობის ათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით , საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. “.

5 . კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 − 364  მუხლები:

     „მუხლი 361 . საკონკურსო-საატესტაციო კომისიები

1. მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველ სა ყოფ ად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებენ შემდეგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები:

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − პარლამენტის აპარატის მოხელეთათვის;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთათვის;  

გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთათვის, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთათვის – შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია;

დ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებ ებ ის (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მოხელეთათვის;

ე) სასამართლო დაწესებულებების (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − შესაბამისი სასამართლო დაწესებულების მოხელეთათვის;

ვ) სახელმწიფოს შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ამ დაწესებულების მოხელეთათვის;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის .

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.

    მუხლი 362 . საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე

1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ა , შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

2. დაწესებულების მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ , როგორც წესი, ინიშნება ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობი ს შექმნის შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 363 . საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას ა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. 

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.

3. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.

    მუხლი 364 . საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. “.

6 . 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7 . 84-ე− 87-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

8 . კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1342  და 134 3 მუხლები:

     „მუხლი 1342 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო კონკურსის გამოცხადების წესი

2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ა მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსი გამოაცხადო ს აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.

    მუხლი 1343 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენის წესი

2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობის ათვის განცხადებ ის წარდგენ ა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე. “.

    მუხლი 2

1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და რომელზედაც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებელი, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე, რომელზედაც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებელი, − 2014 წლის 1 იანვრამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.

საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №899 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1774 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 2 ოქტომბრის კანონი №2685 - ვებგვერდი, 08.10.2014წ.

    მუხლი 3

1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებული 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6611-რს