საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№295
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 12/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ეკონომიკის“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ტრანსპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების;“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 კარი:

„კარი IV1

განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები

    მუხლი 311. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის სტატუსი და საქმიანობის უზრუნველყოფა

1. მთავრობის შემადგენლობაშია განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებას, თუ ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციას.

2. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

3. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.

4. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის კომპეტენცია და საქმიანობის წესი, აგრეთვე მისი აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.

II. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სიტყვები „ეკონომიკის სამინისტრო“ და „მრეწველობის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

2. სიტყვები „ტრანსპორტის სამინისტრო“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

3. სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთი-ერთობების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა სამინისტრო“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

4. სიტყვები „ეკონომიკის მინისტრი“ და „მრეწველობის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი“.

5. სიტყვები „ტრანსპორტის მინისტრი“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი“.

6. სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა მინისტრი“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი“.

III. ვაჭ­რო­ბი­სა და სა­გა­რეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბების, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ფოს­ტის, ეკონომიკის, მრეწ­ვე­ლო­ბისა და ტრანსპორტის მი­ნის­ტრების მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლ ნორ­მა­ტი­უ­ლ აქ­ტე­ბში ცვლი­ლე­ბე­ბი და და­მა­ტე­ბე­ბი შე­ტა­ნილ იქნეს:

ა) ვაჭ­რო­ბი­სა და სა­გა­რეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში – საგა­რეო საქ­მეთა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს;

ბ) ტრანსპორტის, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ფოს­ტის მი­ნის­ტრების ბრძა­ნე­ბებ­ში – ტრანსპორ­ტი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით;

გ) ეკონომიკისა და მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრების ბრძა­ნე­ბებ­ში – ეკო­ნო­მი­კი­ს, მრეწველობისა და ვაჭრობის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით.

IV. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამინისტროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებების დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 11 მაისი.

№295-რს