განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2012 წლი ს 27 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მარი კირვალიძის მდივნობით შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრებაზე განიხლია შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 ნოემბრის განჩინებით შპს „მაგნატი 2006“-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. კრედიტორთა კრებებზე განხილული იქნა კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები და დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოვალის სამეურვეო ქონების რეალიზების მიზნით 2011 წლის 30 ივლისს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც სს „ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაციამ ” შეისყიდა სარეალიზაციოდ გამოტანილი პირველ ლოტში შემავალი უძრავ-მოძრავი ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს „მაგნატი 2006“- ი ს სამეურვეო ქონების რეალიზაციით ამონაგები თ ანხა 408 000 ლარი გადაეცა შპს „მაგნატი 2006“- ი ს უზრუნველყოფილ კრედიტორს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმმართველის წინადადებით და კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძელზე გაგრძელდა საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მოძიების და დებიტორული დავალიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შპს „მაგნატი 2006“- ი ს გაკოტრების საქმე გადაეცა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუორს.
კრედიტორთა კრების 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გაგრძელდა შპს „მაგნატი 2006“- ი ს ქონების მოძიება, მაგრამ გაკოტრების მმართველის მიერ ვერ იქნა მოძიებული მოვალის ქონება და ასევე ვერ იქნა მოპოვებული დებიტორული დავალიანებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე შეწყდა ქონების მოძიება.
შპს „მაგნატი 2006“- ი ს გაკოტრების მმართველმა – სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების ინფორმაცია და მიაჩნია, რომ შპს „მაგნატი 2006“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოება თ ა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ მოვალის სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით 2011 წლის 30 ივლისს ჩატარდა აუქციონი, რომლეზეც სს „ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაციამ ” შეისყიდა სარეალიზაციოდ გამოტანილი პირველ ლოტში შემავალი უძრავ-მოძრავი ქონება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს „მაგნატი 2006“- ი ს სამეურვეო ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა 408 000 ლარი გადაეცა შპს „მაგნატი 2006“-ის უზრუნველყოფილ კრედიტორს – საქართველოს ფინანსტა სამინ ი სტროს შემოსავლების სამსახურს. მოვალის სხვა რაიმე ქონება კი გაკოტრების მმართველის მი ე რ ვერ იქნა მოძიებული და სამეურვეო ქონების ნუსხაში შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „მაგნატი 2006“-ის სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონების რეალიზაციით შემოსული თანხა განაწილებულია, მოვალის სხვა ქონება ვერ იქნა მოძიებული და გაკოტრების მმართველის მეირ წარმოდგენილ იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ ი ხ ელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდეს და გაუქმდეს შპს „მაგნატი 2006“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 200184834) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში .
2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი