„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კ ა ნ ო ნ ი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს.“.
2. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მხარჯავი დაწესებულება და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ამტკიცებს შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპერაციების შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება მხარჯავი დაწესებულების და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ხელმძღვანელთა უშუალო ზედამხედველობით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია (უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად) კონტროლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს მონიტორინგი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადაცემული მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მართლზომიერ ხარჯვაზე, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არაგეგმური შემოწმების ჩატარების თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი,
2012 წლის 13 ივლისი
№172-უ.ს.რ.ს.