გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №31
2012წლის 18 ივლისი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების სსმ,19.12.2011; 190020020.35.161.016070 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-11, მე-12, მე-14 და მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 15342,1 ათ. ლარით (დანართი №2)“
მუხლი 3
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლების მუხლი განისაზღვროს 608,0 ათ. ლარით (დანართი №2)“
მუხლი 4
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12397,9 ათ. ლარით (დანართი №3)“
მუხლი 5
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მივლინების ხარჯების მუხლი განისაზღვროს 68,0 ათ. ლარით (დანართი №3)“
მუხლი 6
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის მუხლი განისაზღვროს 711,0 ათ. ლარით (დანართი №3)“
მუხლი 7
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 892,7 ათ. ლარით (დანართი №3)“
მუხლი 8
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლი განისაზღვროს 2108,1 ათ. ლარით (დანართი №3)“
მუხლი 9
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 8257,2 ათ. ლარით (დანართი №3)“
მუხლი 10
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 11
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
მუხლი 12
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
გარდაბნის თავმჯდომარის მოადგილე ხ. გარ ი ბოვი