გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.161.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №18

2012 წლის 28 მარტი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19,12,2011 )დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  მე-4, მე-12, მე-17 , მე- 18და მე-20 მუხლში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს12108 .9  ათ. ლარი თ (დანართი №3 )“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 873,3  ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 2288,4  ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-1 8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის  მუხლი განისაზღვროს 7572 .2  ათ. ლარი თ (დანართი №3 )“.

    მუხლი 6

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-20 მუხლ ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20

კ.ს.ა. ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 777.6 ათ. ლარი ( 9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი სააღმზრდელო ჯგუფის დატვირთვის ნორმატივი განისაზღვროს: ბაგაში 20-25 აღსაზრდელი, ბაღში – 25-30 აღსაზრდელი, ხოლო ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით „სამჯერადი კვება” და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს ბავშვის შენახვის ღირებულების 30 ლარს 1208 აღსაზრდელზე,  ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, ხოლო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად  90 აღსაზრდელზე 60 ლარის ოდენობით,  ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელთა საბავშო ბაღში შენახვის ხარჯებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად 120 აღსაზრდელზე 60 ლარის ოდენობით, ასევე 356 ოჯახი, რომლებსაც ჰყავთ ორი  აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთი აღსაზრდელის თანხას ფარავს სრულად 60 ლარის ოდენობით,  ხოლო 7 ოჯახს, რომლებსაც ჰყავთ სამი აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 2 აღსაზრდელის თანხას ფარავს სრულად, თითოეულზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო 4 ოჯახს, რომლებსაც ჰყავთ სამი აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 2 აღსაზრდელის თანხას ფარავს სრულად( 7 თვის განმავლობაში), თითოეულზე 60 ლარის ოდენობით ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 134 880 ლარი.

    მუხლი 7

დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

    მუხლი 8

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 9

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან  3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარ ის მოადგილე          ხ. გარიბოვი