„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№1
2011 წლის 2თებერვალი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-4, მე-7, მე-8,მე-9,მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 7666.9 ათ. ლარ ით (დანართი №4)“.
მუხლი 3
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-7მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მივლინების ხარჯები განისაზღვროს51.0ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 4
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯები განისაზღვროს930.8ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 5
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვროს24.5ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 6
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები განისაზღვროს460.7ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 7
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელისა და მომსახურების ხარჯები განისაზღვროს648.6ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 8
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-13მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტის ხარჯები განისაზღვროს91.9ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 9
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ხარჯები განისაზღვროს 1520.3 ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 10
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები განისაზღვროს 498.8 ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 11
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯები განისაზღვროს460.2ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 12
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯები განისაზღვროს 1461.4 ათ. ლარი თ (დანართი №4)“.
მუხლი 13
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-20მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 561.0 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი სააღმზრდელო ჯგუფის დატვირთვის ნორმატივი განისაზღვროს: ბაგაში 20-25 აღსაზრდელით, ბაღში - 25-30 აღსაზრდელით, ხოლო ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 55 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს ბავშვის შენახვის ღირებულების 25 ლარს 2000 აღსაზრდელზე 25 ბაგა-ბაღში, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, ხოლო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელთა საბავშო ბაღში შენახვის ხარჯებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად – 30 აღსაზრდელზე 55 ლარის ოდენობით, ასევე ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი 96.15 ათ. ლარი);
ბ. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 104.6 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის სწავლის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელთა სწავლის ღირებულებას გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად, 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 42.8 ათ. ლარით);
გ. სასპორტო სკოლების სუბსიდია – 249.0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 830 ბავშვის სწავლის ღირებულება);
დ. აიპ – მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი – 81.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სწავლის საფასურისგან განთავისუფლდეს 450 ბავშვი და ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით);
ე. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება – 39.0 ათ. ლარი;
ვ. აიპ – „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრი” – 193 ათ. ლარი;
ზ. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი – 40.0 ათ. ლარი.
მუხლი 14
2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილება ს დაემატოს მუხლი 13I – ვალდებულებების კლება და გათვალისწინებულ იქნეს 61.9 ათ. ლარი.
მუხლი 15
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, ასევე დანართი №5 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 16
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 17
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი