„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 (სსმ V, N68, 27.12.2010) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.161.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223046, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №48

2011 წლის 22 დეკემბერი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 (სსმ V, №68, 27.12.2010) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის  და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ს“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  მე-4, მე-9, მე-11,  მე-12, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 9386.8  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 9

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლი განისაზღვროს 46.5  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 11

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი  განისაზღვროს 504.9  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 12

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 775.4  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 6

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 16

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი განისაზღვროს 461.8  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 7

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 17

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 1827.5  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 8

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 18

2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის  მუხლი განისაზღვროს 3990.1  ათ. ლარით (დანართი №4)“.

    მუხლი 9

დანართი №1, დანართი №3, დანართი №4, ასევე დანართი №5 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

    მუხლი 10

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 11

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან  3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარ ის მოადგილე                      ხ. გარიბოვი