პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №27/2012
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსება დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. დამტკიცდეს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის წესი დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი 1
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი თანხების განაწილება
|
№ |
პოლიტიკური გაერთიანება |
ხმათა რაოდენობა |
გაანგარიშება |
თანხა |
|
„ალიანსი საქართველოსთვის” |
156,540 |
|
|
|
|
1 |
საქართველოს რესპუბლიკური პარტია |
|
156,540 * 3 / 4 |
117,405 |
|
2 |
|
156,540 * 3 / 4 |
117,405 |
|
|
3 |
ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები |
|
156,540 * 3 / 4 |
117,405 |
|
4 |
საქართველოს გზა |
|
156,540 * 3 / 4 |
117,405 |
|
5 |
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” |
71,304 |
71,304 * 3 / 1 |
213,912 |
|
6 |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
1,119,641 |
კანონის შეზღუდვა 600 000- ის ლიმიტი |
600,000 |
|
„ეროვნული საბჭო” |
115,253 |
|
|
|
|
7 |
საქართველოს კონსერვატიული პარტია |
|
115,253 * 3 / 3 |
115,253 |
|
8 |
ხალხის პარტია |
|
115,253 * 3 / 3 |
115,253 |
|
9 |
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” |
|
115,253 * 3 / 3 |
115,253 |
|
„გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” |
203,371 |
|
|
|
|
10 |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა |
|
კანონის შეზღუდვა 600 000- ის ლიმიტი |
200,000 |
|
11 |
ევროპელი დემოკრატები (ჩვენ თვითონ) |
|
200,000 |
|
|
12 |
ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია |
|
200,000 |
|
|
სულ |
|
|
2,229,291 |
დანართი 2
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის
წ ე ს ი
1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად , პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ წერილობითი მომართვა ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე თანდართული საეთერო დროის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ასლებით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება და სხვა).
2. ანგარიშსწორებას სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, დანართი 1 -ით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში.
3. ანგარიშსწორება სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან იწყება 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დანართი 1-ით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის შემდეგ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“?
- „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“ მიღებულია 20.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №27/2012. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016045.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“, №27/2012, 20.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016045 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1705742/