პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №23

2013 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს დაფინანსების ოდენობები პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად დანართი 1  შესაბამისად. 
მუხლი 2
დამტკიცდეს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული თანხების გადარიცხვის წესი დანართი 2 შესაბამისად.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე



დანართი 1
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხების განაწილება

№

პოლიტიკური გაერთიანება

ხმათა რაოდენობა

გაანგარიშება

თანხა

(ლარი)

 

საარჩევნო ბლოკი ”ქართული ოცნება”

1 181 862

= 1 181 862 * 3 / 6 = 590 931 * 6 =

= 3 545 586 > 600 000

 

1

   პ/გ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

 

= 600 000 / 6

100 000

2

   საქართველოს კონსერვატიული პარტია

 

= 600 000 / 6

100 000

3

   ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

 

= 600 000 / 6

100 000

4

   საქართველოს რესპუბლიკური პარტია

 

= 600 000 / 6

100 000

5

   პ/გ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”

 

= 600 000 / 6

100 000

6

   პ/გ ეროვნული ფორუმი

 

= 600 000 / 6

100 000

7

პ/გ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

867 432

= 867 432 * 3 / 1 = 2 602 296 > 600 000

  600 000

 

სულ

 

 

1 200 000 

 


დანართი 2
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის

წ ე ს ი


1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ წერილობითი მომართვა ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე თანდართული საეთერო დროის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ასლებით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება და სხვა).
2. ანგარიშსწორებას სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, დანართი 1  განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში.
3. ანგარიშსწორება სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან იწყება 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის დანართი 1 განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ პრეზიდენტობის კანიდიდატის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2013.
როდის იქნა მიღებული „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“?
„პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“ მიღებულია 08.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016090.
რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ“, №23, 08.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016090 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1965507/