„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №277
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში (სსმ, 2006წ ., მუხ. 1375 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა -გაცემის უზრუნველსაყოფად , ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით , „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე -5მუხლის„მ“ქვეპუნქტისა და„სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად :“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა–სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა -გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .“.
3.დადგენილებით დამტკიცებული„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების , რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის , შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების ოდენობის , სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების , ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების , აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას , ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს , განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს , ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა (შემდგომში–დევნილთა ) და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს .“;
ბ)მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 . საარსებო შემწეობის , რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები .“;
დ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე)თავი II1 (საოჯახო დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პრინციპები ) და თავიIII1 (საოჯახო დახმარების მიმღებთა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება -მოვალეობანი )ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-11 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16 . ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება ) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.“;
ზ) მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
თ) 121 და 122მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს2012 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №277. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.016950.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №277, 20.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016950 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1706780/